ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლარი დოლართან 4.67 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.72 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 4.67 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 5.72 თეთრით. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9577 ლარი.
ჯამში, რუსული კანონის მესამე მოსმენის შემდეგ ანუ 24 საათში, ლარი დოლართან 5.29 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 6.85 თეთრით.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.85 ლარია, ხოლო ევროსი - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.81 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 3.06 ლარად.
გარდა ამისა, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.
ამ დროის მონაცემებით, 17:00 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 13.56%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 11.55%-ითაა შემცირებული. დღის განმავლობაში ვარდნა კიდევ უფრო მაღალი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.