ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლარი დოლართან 0.5 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.3 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 0.49 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.3 თეთრით გაუფასურდა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7536 ლარია, ერთი ევროსი - 2.994 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.99 ლარი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ანუ 14 მაისიდან ლარი დოლართან ჯამში 7.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 11 თეთრით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.