ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები და სპორტული დარბაზი. სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.