არქივი21 აგვისტო, 2024, 16:25
გორის მერიის ინფორმაციით, სოფელ ტირძნისის ერთ-ერთ უბანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ტირძნისის ერთ-ერთ უბანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა.
მათივე ცნობით, 70 ოჯახს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.
„პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ჭაბურღილსა და ქსელს, მოეწყო ახალი წყალსადაწნეო კოშკი და დამონტაჟდა ინდივიდუალური წყლის მრიცხველები.
გარდა ტირძნისისა, 2024 წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა ზერტსა და ნაწრეტშიც დაიგეგმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.