ლალი მოროშკინა: აღარაფერს ვამბობ უფროსებზე. არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება… გამარჯობა ზომბი ლენდო!

“დაცემა, რომელიც დაცემაა.
დღეს რაც მოხდა სცენაზე, ერის დეგრადაციაა!
ამოაყოფინეთ ბავშვებს თავები გაჯეტებიდან!!!
ასწავლეთ სიყვარული!!!
რაზეც მღეროდნენ იმის საპირისპირო მოიმოქმედეს –
იგნორი წაქცეულ მეგობარს!
აღარაფერს ვამბობ უფროსებზე.
არ აკანკალდა ობიექტივი,
არ შეწყდა გადაღება…
გამარჯობა ზომბი ლენდო!” | წერს ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ~
🔻 დღეს ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”