“ახლა უკვე შეიძლება ამაზე ღიად საუბარი!
გუშინდელი დებატები ირაკლი კობახიძის მონაწილეობით,
გადაჭარბების გარეშე არის ეპოქალური მნიშვნელობის!
დასახელდა ყველა ის მექანიზმი, ,რომელიც ევროკავშირის კარნახით საქართველოს დასაღუპად იყო ამოქმედებული.
მძიმე იყო იმის მოსმენა,თუ როგორ დასაკლავი ცხვარივით, ფეხზე ბაწარგამობმული საქართველო ან დაიჩოქებდა ან სანქციების და მუდმივი რყევების ფონზე სულს დალევდა.
როგორ ემზადებოდა დასავლეთით მართული მეხუთე კოლონა სახელმწიფო ბერკეტების საკუთარ სისხლიან ხელებში ჩასაგდებად.
როგორ ამოხდიდნენ სულს ყველა ურჩებს,როგორ გახვევდნენ კვლავ ძაძებში ქართლის დედებს.
დიდი ვაჟკაცობა და ერის სიყვარული ჭირდებოდა ასეთი რყევების გაძლებას.
ჩვენ ეს შევძელით!
როდესაც ვამბობ ჩვენ, ვგულისხმობ ერსაც და ბერსაც მთავრობას და მხედრობას!
ვგულისხმობ იმ ხალხს,რომლებიც ვერ მოგვისყიდეს და ვერ გადაგვიბირეს,მიუხედავად არაერთი მცდელობისა და პირდაპირი მუქარისა!
ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. “იატაკქვეშეთში” ჩვენ, მრავალ ჭირნახული, საქართველოსთვის თავდადებული და მებრძოლი ადამიანები და გამწვავების შემთხვევაში ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ. თითოეული ჩვენთაგანი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად იქცეოდა და საკუთარ სახლს,ოჯახს და ქვეყანას დაიცავდა!
დიახ, ადგილი ჰქონდა თვითორგანიზაციას და ქუჩებში გამოსვლებისთვის მზადებას!
დიახ,ველოდებოდით სიგნალს,რომ დაგვეცვა სამშობლო!
დიახ, მთავრობა და პირადად ირაკლი კობახიძე იძლეოდნენ იმის იმედს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა ,პოლიცია და ჯარი მოწოდების სიმაღლეზეა და არცერთი სახელმწიფო მოხელე არ ჩაიდენს ღალატს!და ჩვენ გვჯეროდა მისი!
მან ნაღდი სიტყვის ფასი იცის და ასეც მოხდა!
კარგად ვაცნობიერებდით რა იმას, რომ ჩვენი პატარა ქვეყნისთვის,სამოქალაქო ომი დამღუპველი იქნებოდა! ყველას უნდა ახსოვდეს,რომ ძალადობრივად მთავრობის ცვლილებას არასოდეს არ დავუშვებთ და გუშინდელი დებატები ამის ნათელი მაგალითია!
P.S. მე პრინციპში,ამ ტიპის დებატებს არ მივესალმებოდი,რადგან ვთვლიდი,რომ პრემიერის დრო ფუჭად იხარჯება.
გუშინ დავფიქრდი და მივხვდი,რომ მხოლოდ ამ ფორმატით იყო შესაძლებელი იმის თქმა,რაც ითქვა!
დიდი მადლობა პრემიერო!” | წერს ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.




