ლავროვი: სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ-ბლანში

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის მოვლენებზეც ისაუბრა და იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

„ნატოს იგივე ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისი და გაწევრიანებაზე მიიყვანეს. მიზანი იყო მარტივი და არაპრეტენზიული – მათი გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, მაშინვე შეასრულა ბუქარესტში მიცემული კარტ-ბლანში – იმავე 2008 წლის აგვისტოში გასცა ბრძანება სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციებზე თავდასხმის შესახებ… ის, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილი მორჩილად ასრულებდა“, – განაცხადა მან.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა ასევე თქვა, რომ „ეუთო უფსკრულის ზღვარზეა და ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა აზრი მის აღორძინებისთვის ძალების მობილიზებას?“

„ეუთო არსებითად იქცევა ნატოსა და ევროკავშირის დანამატად“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის გამოსვლის დაწყებისთანავე დარბაზი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა დატოვა. ასევე გამოსვლიდან მალევე, თავად ლავროვმა დატოვა დარბაზი და შეხვედრის დანარჩენ მონაწილეებს არ მოუსმინა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთის წარმომადგენელი ნატოს წევრ ქვეყანას ეუთოს კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყო სკოპიეში.

ლავროვის ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ნატოს წევრებმა აკრძალეს ფრენები რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სამხედრო მოქმედება დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. ჩრდილოეთ მაკედონიაში მისასვლელად კი ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთის ან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება, რომლებიც ასევე დასავლეთის სამხედრო ალიანსს ეკუთვნის, თუმცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გამონაკლისი დაუშვა და 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მან ლავროვის თვითმფრინავის ბულგარეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენის ნებართვა მისცა, თუმცა მათივე განცხადებით, ნებართვა არ ვრცელდება რუსეთიდან სხვა დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე არიან სანქცირებული პირები, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.