ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. საბჭოზე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.
რუსეთის ახალი ამბების სააგენტო TASS-ის ცნობით, ლავროვის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრინდა და “არამეგობრული სახელმწიფოების გვერდის ავლით”, 12 საათსა და 45 წუთში დაფრინდა აშშ-ში.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო წერს, რომ ლავროვის თანმხლები ჟურნალისტებისთვის გადაადგილების საშუალება 25 მილით შემოუსაზღვრავთ, განსხვავებით სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს ვიზიტისგან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საბჭოს სხდომის გარდა, ლავროვი ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას, თუმცა არ კონკრეტდება ამ შეხვედრების არც მონაწილეები და არც შინაარსი. ლავროვის ვიზიტი ნიუ-იორკში 24 იანვრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით