ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა | მან ისევ გვერდი აუარა "არამეგობრულ ქვეყნებს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომელზეც ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაზე უნდა იმსჯელონ.
სახელმწიფო მედია TASS წერს, რომ მინისტრის თვითმფრინავმა ამჯერადაც გვერდი აუარა "არამეგობრულ ქვეყნებს" და ჩრდილოეთ მარშრუტის გავლით აშშ-ში 12 საათსა და 45 წუთში ჩაფრინდა.
ლავროვის ვიზიტი 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება. რუსეთის საგარეო ამბობს, რომ იქნება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც, თუმცა ვისთან და რა საკითხზე, დაკონკრეტებული არაა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.