ლავროვი ზელენსკი-პუტინის შეხვედრაზე: სამიტისთვის ეტაპობრივად უნდა მოვემზადოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა “რაც შეიძლება ფრთხილად” უნდა დაიგეგმოს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ნებისმიერი ფორმატი – ერთს პლუს ერთი, ერთს პლუს ორი, მრავალმხრივი ფორმატები, მრავალნაირია, მათ შორის გაეროს ფარგლებშიც – რომ ყველა ეს ფორმატი იყოს ჩართული… რათა სამიტისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოვემზადოთ. ექსპერტების დონიდან დაწყებული და შემდეგ ყველა საჭირო ეტაპის გავლით. მსგავს სერიოზულ მიდგომას ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ,” თქვა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ “რუსეთის უსაფრთხოებისა და უკრაინაში რუსების უფლებებისადმი სრული პატივისცემის გარეშე საკითხის გრძელვადიანად მოგვარებაზე საუბარი ვერ იქნება.”

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ჩაჩანიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში, მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამო არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს ხელი ეტყობა