ლავროვის თქმით, რუსეთისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვა პრიორიტეტული არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 აპრილს თურქეთში, ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

“ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გაგრძელება ჩვენს მთავარ პრიორიტეტებში არ შედის. მოლაპარაკებები არავისთვის არ დაგვიძალებია. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით იმ პრინციპით, რომ თუკი ჩვენი პარტნიორი მზადაა, ჩვენც მზად ვართ.” – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, -ს, უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებები ბოლოს 16 თებერვალს გაიმართა. მომდევნო შეხვედრა, რომელიც თებერვლის ბოლოს უნდა გამართულიყო და მარტისთვის გადაიდო, ირანის წინააღმდეგ -ს იერიშების ფონზე აღარ შემდგარა.

ამის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონსა და მოსკოვს პროცესის გაგრძელებამდე მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისი აზრით, მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა.

ასევე დაგაინტერესებთ