ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაგოდეხის რაიონი სტიქიამ ისევ დააზარალა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები - საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები.
მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და საყრდენები.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.
ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის ზონაში მუშაობენ სტიქიის შედეგების შემსწვავლელი კომისიის წევრები.
“რიცა დაზუსტებული მონაცემები გვექნება, მერია დაეხმარება იმ ოჯახებს ვისაც ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა”, - აცხადებს იგი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიამ ლაგიდეხის მუნიციპალიტეტი მესამედ დააზარალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.