ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დატბორილია 100-მდე სახლის პირველი სართული – ლაგოდეხში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა

"ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები". - წერს მერია.
მათივე ინფორმაციით, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდინარაშვილი "სტიქიის პირველივე წუთებიდან" ადგილზე იმყოფება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. როგორც მდინარაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სახურავი დაუზიანდა 12მდე სახლს, 100-მდე სახლი კი დაიტბორა.
"დაზიანდა სოფელი ჭიაურის მოსახლეობა. წუხანდელს შემდეგ, დღეს დილითაც, შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან ადგილზე. სახანძრო-სამაშველო სამსახური ახორციელებს დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვას. [...] ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 12-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა ძლიერი ქარის შედეგად. დატბორილია, დაახლოებით, 100-მდე ოჯახის პირველი სართულები. შესაბამისი პრევენციული სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს". - თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.