კურსკის რეგიონში პრიმორსკის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი დაიღუპა

პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი, რომელიც ომში მოხალისედ ერთი წლის წინ წავიდა, საბრძოლო მოქმედებების დროს კურსკის რეგიონში დაიღუპა. “ნასტოიაშჩეე ვრემიას” ცნობით, ამის შესახებ პრიმორსკის მხარის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ განაცხადა.

გუბერნატორის თანახმად, 52 წლის ეფრემოვი იმ დროს დაიღუპა, როდესაც საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდა. ტელეგრამის არხების ცნობით, მანქანა, რომელშიც ეფრემოვი იჯდა, კურსკის რეგიონში ნაღმზე აფეთქდა. მის გარდა, დაიღუპა კიდევ ერთი რუსი ოფიცერი, რომლის სახელიც არ გახმაურებულა.

სერგეი ეფრემოვი ომში მოხალისედ მას შემდეგ წავიდა, რაც უკრაინის არმიამ გასული წლის აგვისტოში დაიკავა კურსკის რეგიონის ქალაქი სუჯა და ოლქის მნიშვნელოვანი ტერიტორია. ყოფილი მოხელე სათავეში ედგა მოხალისეთა რაზმ “ტიგრს”, რომელიც 2022 წლის ზაფხულში პრიმორსკში, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა. 2024 წლის თებერვლიდან იგი იყო პრიმორსკის ვიცე-გუბერნატორი და ზედამხედველობდა რეგიონის შიდა პოლიტიკას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან