ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დამპყრობლის სამეთაურო პუნქტი კურსკის რეგიონში - გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დამპყრობლის სამეთაურო პუნქტი კურსკის რეგიონში - გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 31 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ძალების მებრძოლებმა კურსკის რეგიონის ქალაქ რილსკში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.
"მაღალი სიზუსტის და კოორდინირებული დარტყმის შედეგად, მტრის მართვის ცენტრი განადგურდა. ეს ოპერაცია არის მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურების მიზნით მიმდინარე სისტემური ძალისხმევის ნაწილი, რაც მას საბრძოლო ოპერაციებისა და ლოგისტიკის ეფექტიანი კოორდინაციის შესაძლებლობას ართმევს", - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ცნობაში, რომელსაც "უკრაინსკა პრავდა" იმოწმებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მტრის სამეთაურო პუნქტების განადგურების ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლომდე არ შეწყდება რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინის ფრონტის სხვა უბანზე, დონეცკის მიმართულებით, უკრაინის თავდაცვის ძალები ცდილობენ, შეაჩერონ რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშები ქალაქ ტორეცკზე, რომლის დაახლოებით 88%-ს, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსები აკონტროლებენ.
სამხედრო მიმომხილველების თანახმად, ტორეცკის რუსეთის არმიის ხელში მოხვედრა უკრაინის ჯარისთვის ნიშნავს მომარაგების მნიშვნელოვანი არხის გადაკეტვას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.