ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კუნძული არ იყიდება – გრენლანდიის განცხადება, ტრამპის კონგრესში გამოსვლის შემდეგ

კუნძული არ იყიდება – გრენლანდიის განცხადება, ტრამპის კონგრესში გამოსვლის შემდეგ

ამერიკულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ გრენლანდია არ იყიდება და მის მომავალს კუნძულის მცხოვრებლები გადაწყვეტენ, განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ. ამის შესახებ АР პრემიერის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით იუწყება.
"ჩვენ არ ვართ ამერიკელები. ჩვენ არ ვართ დანიელები. ჩვენ ვართ გრენლანდიელები. და ეს არის ის, რაც ამერიკელებმა და მათმა ხელმძღვანელობამ უნდა გაიგონ", - წერს ის.
„ჩვენ არ ვიყიდებით და არ შეგიძლია უბრალოდ აიღო კუნძული და წაიღო – დაწერა გრენლანდიის პრემიერმა, – ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ქვეყნის მომავალს“.
გრენლანდიაში 11 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.