კონგრესში ტრამპის გამოსვლის შემდეგ დემოკრატებმა ამომრჩევლებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს

ამერიკელმა დემოკრატებმა კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსვლა და მისი პოლიტიკა გააკრიტიკეს და ამომრჩევლებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს. სენატორმა ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ დემოკრატია გადასარჩენია.
დემოკრატმა სენატორმა ამერიკელ ამომრჩევლებს მიმართა, რომ დღეს ქვეყანას სჭირდებიან ისე, როგორც არასდროს და მოუწოდა, თანამდებობებზე არჩეულ პირებს პრობლემებზე პასუხი ორგანიზებულად მოსთხოვონ.
ელისა სლოტკინმა გააკრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკური გეგმა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა საშუალოსტატისტიკურ ამერიკელებს სამართლიანი საგადასახადო სისტემა სჭირდებათ, ტრამპი თავისი მილიარდერი მეგობრების დასაჩუქრებას ცდილობს.
დემოკრატმა სენატორმა გააკრიტიკა უკრაინისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაც და 28 თებერვალს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის დაპირისპირება და განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეიგანი ალბათ, საფლავში გადატრიალდა.
ელისა სლოტკინის განცხადებით, ის, როგორც „ცივი ომის“ პერიოდის ბავშვი, მადლობელია, რომ 1980-იან წლებში -ის ხელისუფლებაში იყო რონალდ რეიგანი და არა , რომელიც „ცივ ომს“ წააგებდა.
4 მარტს -ის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. მან ძირითადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ილაპარაკა, არაერთხელ გააკრიტიკა წინამორბედი პრეზიდენტი, დემოკრატი და განაცხადა, რომ ახლა „ამერიკა დაბრუნდა”.
რესპუბლიკელებმა ტრამპის გამოსვლა არაერთხელ აღნიშნეს ტაშითა და ფეხზე წამოდგომით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა