ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პატიმრების ოჯახის წევრები აქცია-მსვლელობას მართავენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პატიმრების ოჯახის წევრები აქცია-მსვლელობას მართავენ

კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ. მსახიობები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, მწერლები და მუსიკოსები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
აქციას ასევე შეუერთდნენ პატიმრების მშობლები.
აქციის მონაწილეებმა გაშალეს ახალ წელს, რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს გაშლილ მაგიდის სუფრა, რომელზეც დატოვებულია პროტესტზე მყოფი მოქალაქეების წარწერები - “ არ გავჩერდეთ”, “საით მივდივართ? ევროპაში”! “რუსული რეჟიმის საბოლოო დასარული საქართველოში და გამარჯვება!”, “ საქართველო პრორუსი ხელისუფლების გარეშე” .
გარდა საახალწლო სუფრისა, მათ უჭირავთ კიდევ ერთი ბანერი წარწერით “მხოლოდ პასუხი დაგვრჩა: ბრაზი რისხვა და წინააღმდეგობა”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.