“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პატიმრების მხარდამჭერი პლაკატები წარწერით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”.
დემონსტრანტების განცხადებით, პერიოდულად აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ, რადგან მათი მიზანია, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, „ქართული ოცნების" ოფისის წინ პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.