კულტურის მინისტრი – ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის 20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული – ჯამში გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება

ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი ესწრება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ჯამში კონცერტს 55 ათასი ადამიანი დაესწრება.
„20 ათასზე მეტი ტურისტია საქართველოში ჩამოსული. ჯამში 55 ათასი ადამიანი დაესწრება გრანდიოზულ შოუს. მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს კულტურული ჰაბის ფუნქცია. ოდითგან ვიყავით დიდი კულტურის ცენტრი. ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, ვფიქრობ, “Starring Georgia” დაიწყებს დიდ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურიზმს საქართველოში, ეკონომიკის წინსვლას“,- აღნიშნა რუხაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში, თბილისში მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი კონცერტს გამართავს. სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათზე წარდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს

ლაშა ფარულავა: საქართველო არც ოქტაგონია და არც ტატამი ეს სამი ათასი წლის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა ქართველობას ამ ერს ვერავინ ასწავლის მუშტებით, მუქარითა და ძალადობით