ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

საქართველოში, თბილისში, მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს.
სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათიდან გამოდის.
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ დღეს განაცხადა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი ესწრება, ჯამში კონცერტს - 55 000 ადამიანი.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული „ბოიბენდის“ - 'N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.