,,კულამ" საქართველოში არსებული გერმანული კომპანია HIPP-ის საწარმო იყიდა - პროექტში ჯამური ინვესტიცია $4 მლნ-ია

,,კულამ" გერმანული კომპანია HIPP-ის აქტივები შეიძინა. ინფორმაცია ,,კომერსანტს" კომპანიის დამფუძნებელმა გასულ კვირას მიაწოდა. ვანო გოგლიძემ ,,კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ 2025 წელს კომპანია წარმოებას 15%-ით გაზრდას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით შეიძინეს მათ HIPP-ის საწარმო.
,,წარმოების გაზრდას ვაპირებთ. გეგმაში გვაქვს დაახლოებით 15%-ით წარმოების გაზრდა. გვაქვს ახალი დანადგარები. დავამატეთ ახალი საწარმოო ფართები გორში. ასევე შევიძინეთ დაბა აგარაში ,,ჰიპის’’ ქარხარა. აპრილში შევიძინეთ ქარხანა და იქაც დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას თვის ბოლოდან.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.
ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" დღეს განაცხადა, რომ "კულა" აღნიშნულ პროექტში, 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. მისივე თქმით, HIPP-ის ქარხნიდან გამოშვებული ხილფაფები და ბიო წვენები ბაზარზე "კულას" სახელით გაიყიდება, რადგან HIPP-სგან მხოლოდ აქტივების შეძენა მოხდა და არა სახელის.
წყარო: bp.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.