ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კულამ" გერმანული კომპანია HIPP-ის საწარმო იყიდა. ჯამური ინვესტიცია $4 მლნ-ია

"კულამ" გერმანული კომპანია HIPP-ის საწარმო იყიდა. ჯამური ინვესტიცია $4 მლნ-ია

საკონსერვო წარმოება ,,კულამ" საქართველოში არსებული ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ის აქტივები იყიდა."კულა" აღნიშნულ პროექტში, 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანია წარმოების დაწყებას თვის ბოლოდან გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ 2025 წელს კომპანია წარმოებას 15%-ით გაზრდას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით შეიძინეს მათ HIPP-ის საწარმო.
,,წარმოების გაზრდას ვაპირებთ. გეგმაში გვაქვს დაახლოებით 15%-ით წარმოების გაზრდა. გვაქვს ახალი დანადგარები. დავამატეთ ახალი საწარმოო ფართები გორში. ასევე შევიძინეთ დაბა აგარაში ,,ჰიპის’’ ქარხარა. აპრილში შევიძინეთ ქარხანა და იქაც დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას თვის ბოლოდან.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.
HIPP-ის ქარხნიდან გამოშვებული ხილფაფები და ბიო წვენები ბაზარზე "კულას" სახელით გაიყიდება, რადგან HIPP-სგან მხოლოდ აქტივების შეძენა მოხდა და არა სახელის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.