ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრწანისში ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა – თბილისის მერია

კრწანისში ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა – თბილისის მერია

კრწანისში ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა – თბილისის მერია
კრწანისის რაიონში ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ქვაფენილი, ტროტუარი და ბორდიური, ასევე, რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი.
შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.
„კრწანისში კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. პირველ რიგში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდა მიწისქვეშ, მოეწყო და რეაბილიტირდა წყლისა და სანიაღვრე სისტემები. მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ. ჩვენ მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. დარჩენილია გრიშაშვილის ქუჩა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში და ისიც ყველანაირად მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, ისფაჰანლის ქუჩაზე მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი და განათების ქსელი. პროექტის ღირებულებამ 527 ათასი ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე კრწანისის გამგებელი ლაშა ცაგურია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.