ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის მერია - სამგორში უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა - შედეგად, 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა გამოთავისუფლდა

თბილისის მერია - სამგორში უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა - შედეგად, 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა გამოთავისუფლდა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად გამოთავისუფლდება საერთო ჯამში 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.
„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.