არქივი13 ივნისი, 2024, 11:10
კრივი-რიჰში, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
კრივი-რიჰში, სადაც რუსეთის სარაკეტო დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 14 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას, კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ვილკული ავრცელებს.
„12 ივნისს მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, 14 ივნისს კრივი-რიჰში გლოვის დღე გამოცხადდება“, - განაცხადა ალექსანდრე ვილკულმა.
ასევე, ვილკულის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც რუსეთმა გუშინ საღამოს განახორციელა, 9 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.