პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის მიწვევაზე ვოლოდიმირ ზელენსკისგან პასუხი არ მიუღიათ

კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის მიწვევაზე ვოლოდიმირ ზელენსკისგან პასუხი არ მიუღიათ

მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში მოწვევაზე ზელენსკისგან პასუხი არ მიგვიღია , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას მოსკოვში სთავაზობს.
„არანაირი პასუხი არ ყოფილა. ჩვენ მოსკოვის შესახებ ვსაუბრობთ და ამ თემაზე სპეკულაცია უადგილოა“, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მაშინ მოსკოვში უნდა ჩავიდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.