დაე, კიევში მოვიდეს – ზელენსკის პასუხი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინს, რომელიც მოსკოვში იწვევს, პასუხობს და კიევში იწვევს. იგი ამბობს, რომ როცა რუსეთს არ სურს შეხვედრა და საუბარი, პირდაპირი ამას ვერ ამბობს.
„რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა.
თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია, რა ხდება. ყოველთვის ვამბობდი: მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, ომის დასრულების საკითხზე. თუმცა, მოსკოვსა და ბელარუსში ეს უბრალოდ შეუძლებელია და სრულიად ნათელია, თუ რატომ – რადგან ესენი არიან სახელმწიფოები, რომელთაგან ერთი აგრესორია, რომელმაც დაიწყო და აწარმოებს ომს ჩვენს წინააღმდეგ, გვხოცავს, ხოლო მეორე ქვეყანა მისი პარტნიორია ამ ქმედებებში,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას