არქივი6 მაისი, 2024, 13:24
კრემლმა “უცხოეთის აგენტებს” არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალა
რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც “უცხოეთის გავლენის აგენტებს” არჩევნებში კენჭისყრას უკრძალავს.
კანონის მიხედვით “კანდიდატს საბუთების წარდგენის მომენტში შეწყვეტილი უნდა ჰქონდეს უცხოეთის აგენტის სტატუსი”.
შეზღუდვა ვრცელდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზეც.
თუ კანონის ამოქმედების მომენტში დეპუტატს უკვე აქვს “უცხოეთს აგენტის” სტატუსი, მას მანდატი შეუჩერდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.