ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლი ე.წ. უცხოელ აგენტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს - TASS

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ უცხოელი აგენტებზე შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა გავრცელდეს. ამის შესახებ TASS-ი წერს.
როგორც რუსული მედია წერს, ახალი წესები უცხოელი აგენტების არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ შეიძლება გავრცელდეს მომდევნო რეგიონულ არჩევნებზე, თუ მათ პარლამენტი და პრეზიდენტი დაამტკიცებს.
მანამდე რუსეთის დუმაში მხარი დაუჭირეს რამდენიმე ცვლილებას საარჩევნო კამპანიაში უცხოელი აგენტების მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი შეეხებოდა უცხოეთის აგენტებისთვის საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ყოფნის აკრძალვას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.