ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლმა “დოჟდის” მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

კრემლმა “დოჟდის” მთავარ რედაქტორზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა რუსული დამოუკიდებელი საინფორმაციო ტელეარხ “დოჟდის” მთავარ რედაქტორზე, ტიხონ ძიადკოზე ძებნა გამოაცხადა. ძიადკო ძებნილთა სიაში, სავარაუდოდ, დღეს შეიყვანეს.
· 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ტიხონ ძიადკო „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოაცხადა, ხოლო ტელეარხი „დოჟდი“ 2023 წლის ივლისში – „არასასურველ ორგანიზაციად”.
ცნობისთვის, 8 აპრილს რუსეთის შსს-მ ამავე მედიასაშუალების წამყვანი იულია ტარატუტა შეიყვანა ძებნილთა სიაში და “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა. ძებნილთა სიაშია ჟურნალისტი ეკატერინა ფომინაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.