გერმანულმა „დოიჩე ველემ” სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს

გერმანულმა „დოიჩე ველემ” სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, თამარ კინწურაშვილ იყო მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი.
,,სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი. გერმანულმა “დოიჩე ველემ” სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი 2005-2009 წლებში (!) სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2010-2013 წლებში (!) სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი,” – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია