კრემლი ოჩამჩირის პორტის ტექნიკურ აღჭურვას იწყებს | ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გემები უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება

სამხედრო გენერალიტეტი კიევში ადასტურებს, რომ მათი ლეგალური სამიზნე ხდება. მიზეზი მარტივია – ს სამხედრო ფლოტის ბაზა ოჩამჩირეში რეალურ პროექტად იქცა. საოკუპაციო რეჟიმის “უშიშროების საბჭოს მდივანმა” სერგეი შამბამ დღეს საჯაროდ დაადასტურა, რომ შეთანხმება კრემლთან საბოლოოა და ახლა მხოლოდ პორტის ტექნიკური მომზადებაა საჭირო დიდი გაბარიტების ხომალდების მისაღებად. სოხუმში ვარაუდობენ, რომ ეს სამუშაოები ამ წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედრო საზღვაო ბაზა სრული დატვირთვით ამოქმედდება.