რუსული საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში, შესაძლოა, 2024 წელს ამოქმედდეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსული საზღვაო ბაზა, შესაძლოა, 2024 წლიდან ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, ოკუპირებული ს, ე.წ. უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება, ოქტომბერში შეთანხმდნენ, რომ ქალაქ ოჩამჩირეში, რუსეთს მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნა შეეძლო.
რუსული საინფორმაციო სააგენტო ციტირებს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბას. მისი თქმით, ბაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ „მისი ფუნქციონირება, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს“.
მიმომხილვლები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში, მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მისი ბაზები განმეორებით, მნიშვნელოვნად დაზარალდა, ოკუპირებული ოჩამჩირე, რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ფლოტისთვის, უფრო უსაფრთხო ნავსადგურს შექმნის.
ოფიციალურმა თბილისმა დაგმო აღნიშნული გადაწყვეტილება. საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის შექმნის გეგმებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.

ასევე დაგაინტერესებთ