კრემლი – ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა განიხილეს, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები დეტალურად განიხილეს, მათ შორის ღაზის სექტორში ვითარების ნორმალიზების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია