Reuters – ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს

ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ეგვიპტეში დაიწყო.
მანამდე, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა, სავარაუდოდ, ამ კვირაში დასრულდება.
„მეუბნებიან, რომ პირველი ფაზა ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედონ. გავაგრძელებ ამ საუკუნოვანი „კონფლიქტის“ მონიტორინგს. დრო უმნიშვნელოვანესია, თორემ მასიური სისხლისღვრა მოჰყვება – ისეთი რამ, რისი ნახვაც არავის სურს!“- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და -ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად