კრასნოდარში პორტზე დრონებით თავდასხმამ ზიანი და ხანძარი გამოიწვია

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში „ტემრიუკის“ პორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რამაც ზიანი და ხანძარი გამოიწვია.
ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი, რუსული მედია და რუსული საზოგადოებრივი ჯგუფები ავრცელებენ.
„კიევის რეჟიმის მიერ დრონებით თავდასხმამ ტემრიუკში საპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია“, – აცხადებენ კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 დეკემბრის ღამეს სტავროპოლის მხარეში ნევინომისკის აზოტის ქარხანას დაარტყეს, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ძირითად კომპონენტებს აწარმოებს. გენშტაბის ცნობით, დაზიანდა ერთ-ერთი საწარმოო საამქრო და ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო