პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა , რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია, ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა. კომპლექსი ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კონცხ აიაზე მდებარეობს.
🔻 ფონდის ინფორმაციით, შენობის ფოტოებსა და დეტალურ არქიტექტურულ ნახაზებზე წვდომა მოიპოვეს. FBK-ს ცნობით, სასახლე თავდაპირველად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აგარაკად აშენდა, მაგრამ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევის შემდეგ მისი ქონება ფორმალურად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, ყირიმის ანექსიის შემდეგ კი პუტინის მეგობარი ოლიგარქის, კოვალჩუკის ხელში აღმოჩნდა.
🔴 FBK-ს გამოძიებით, შენობები ცხრა ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს. ისინი სახელმწიფო და ოფშორული სახსრებით აღადგინეს, გელენჯიკში მდებარე სასახლის მოდელის მიხედვით და სამუშაოებში მინიმუმ 10 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.
🔴 FBK-ს ცნობით, „სამეფო“ ინტერიერის გარდა, სასახლე იმითაა გამორჩეული, რომ მასში საოპერაციო ოთახია, აღჭურვილია ლაბორატორიით, სტომატოლოგიური კაბინეტით, ფიზიოთერაპიისა და სხვა სამედიცინო აპარატურით.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.