ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლას მადურო - თუ აშშ-ს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების სერიოზულად განხილვა სურთ, ჩვენ მზად ვარ

ნიკოლას მადურო - თუ აშშ-ს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების სერიოზულად განხილვა სურთ, ჩვენ მზად ვარ

ვენესუელა მზადაა აშშ-სთან ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს სურს ვენესუელაში მთავრობის შეცვლა და მის უზარმაზარ ნავთობის რეზერვებზე წვდომა რამდენიმეთვიანი ზეწოლის კამპანიის მეშვეობით, რომელიც აგვისტოში კარიბის ზღვაში მასიური სამხედრო განლაგებით დაიწყო.
„რას ეძებენ ისინი? ცხადია, რომ ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას მუქარით, დაშინებითა და ძალის გამოყენებით“, - განაცხადა მადურომ და დასძინა, რომ დროა ორივე ქვეყანამ „სერიოზულად დაიწყოს საუბარი, ხელთ არსებული მონაცემებით“.
„აშშ-ის მთავრობამ იცის, რადგან ჩვენ მათ ბევრ წარმომადგენელს ვუთხარით, რომ თუ მათ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შეთანხმების სერიოზულად განხილვა სურთ, ჩვენ მზად ვართ. თუ მათ ნავთობი სურთ, ვენესუელა მზადაა აშშ-ის ინვესტიციებისთვის, მაგალითად, „შევრონის“ შემთხვევაში, როცა სურთ, სადაც სურთ და როგორც სურთ“, - აღნიშნა მადურომ.
ცნობისთვის, „შევრონი“ ერთადერთი მსხვილი ნავთობკომპანიაა, რომელიც ვენესუელური ნედლი ნავთობის აშშ-ში ექსპორტს ახორციელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.