კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE” კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე ისაუბრა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოში კორუფცია დავა ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ქვეყანა შევა მსოფლიო სამეულში.
„ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას. კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამ ამბავს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, ბუნებრივი ამბავია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: ხელისუფლების ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელ შეტევაზე: არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკა, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით – ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო