როცა ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი ნარკომომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები

ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლა იქნება და შსს-ს ქმედებები ამაზე მიანიშნებს. რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიცავთ ამ გზით ჩვენი მომავალი თაობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE” განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები და ყველა მოქალაქე, ვისაც მომავალი თაობების ბედი ადარდებს გვერდით უნდა დაუდგეს ხელისუფლებას და არა პოლიციელებს ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწიონ და დედა აგინონ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. „ როდესაც გეუბნებიან ყველა მონაცემზე დაყრდნობით, რომ შენს ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი მომხმარებელია, ამას სჭირდება ქმედითი ზომები, ეს მხოლოდ დარწმუნებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და პიარ კამპანიებით ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, ამაში უნდა ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ყველა მოქალაქე უნდა დაგვიდგეს გვერდით ვისაც მომავალი თაობების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ბედი აინტერესებს.
თუ კი ვინმეს ეს აწუხებს გვედრით უნდა დაგვიდგეს და არა პოლიციელებს ქუჩაში წინააღმდეგობა გაუწიონ, დედა კი არ უნდა აგინონ და სცენები კი არ უნდა დაუდგან თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. მომხმარებელი შეიძლება იყოს ჩვენი მომხრეც და სხვა პარტიის მომხრეც და ამ ბოლო დროს იცით, როგორ გამოდის? ვიღაც პოლიციის და ხელისუფლების მიმართ თუ არ არის განწყობილი ანტაგონისტურად ის აბარებს ანალიზებს, მიჰყვება, თავს რაღაცნაირად ისჯის „მარტივად“ და შენ თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ და აქციებზე დადიხარ როგორ გკადრეს და როგორ გითხრეს, რომ წადი ეხლა და ცნობა მოიტანე ნარკოლოგიურიდან შემთხვევით ზემოქმედების ქვეშ ხომ არ ხარო. თქვენ გჯერათ, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების გადაჰყავთ? ეს ვინმეს სჯერა? გააპროტესტა 25-მა კაცმა, გადაიყვანეს 2 500 დანარჩენი აქტივისტები იყვნენ და არ გააპროტესტეს? არ გააპროტესტეს კი არა იგონებენ ამბებს და რეალურ ამბავს ვინ გამოტოვებდა“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. – მამუკა მდინარაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული