ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან ახლოს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.
„ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით სამი ადამიანი დავაკავეთ. კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურზე მატარებელში ორი მამაკაცი, ხოლო ერთი ადამიანი კი სხვა ადგილას დავაკავეთ“, - აცხადებს კოპენჰაგენის პოლიცია.
შეგახსენებთ, დღეს დილით, კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოს მიმდებარედ ორი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.