კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს
რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდისგლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია „თანმიმდევრულ პოლიტიკაში“? და როგორია მდგრადი განვითარების ინდიკატორების მიხედვით სხვადასხვა მმართველობითი ორგანოების და უწყებების კოორდინაციის მახასიათებლები. გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში კი მე-13 ადგილზე გამწესდა.
საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD -ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია,ნიდერლანდები, , რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, , თურქეთი. ამასთან საქართველო რეიტინგით უთანაბრდებადიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს , ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა