სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს – მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს

საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ უნივერსიტეტში, Sciences Po-ში სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, ერთ-ერთმა დამსწრემ ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა, რათა აღკვეთოს რუსეთის მიერ საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებებით საქართველოში ვითარების გაუარესება.
“პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.
ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი