ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონტრტერორისტული ბრალდებით დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

1
კონტრტერორისტული ბრალდებით დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულებიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი უცხოელი.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი მზად იყვნენ, ისლამური სახელმწიფოს ნებისმიერი დავალება შეესრულებინათ და ფიცი – ე.წ.”ბაიათი,” ვიდეოთი გააგზავნეს ტერორისტული ორგანიზაციის გლობალურ ქსელში. საქართველოში დაკავებულები სირიაში აპირებდნენ გამგზავრებას.
ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მასალები: ელექტრონული მიმოწერა ემისრებთან, ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები და დაურეგისტრირებელი სიმბარათები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.