ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?

გუშინ, 6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში, "უდინეზემ" "ნაპოლის" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"პირველ ტაიმში ბურთით თამაში გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით და მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანას ვახერხებდით. სირცხვილია, უკვე სამი მატჩია გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. წელს ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ.
ჩვენს შემტევებს მეკარესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში გოლების გატანა უჭირთ.
მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ვალდებულები ვართ, რომ სეზონი გამარჯვებებით
დავასრულოთ", - განაცხადა კალცონამ.
"ნაპოლი" 51 ქულით მერვე ადგილზეა და 11 მაისს "ბოლონიას" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.