ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონტემ ოსიმენის შესახებ გააკეთა კომენტარი

„ვერონასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენზე დასმულ კითხვაზე უპასუხა.
„მე არ ვლაპარაკობ ფეხბურთელებზე, რომლებიც შემადგენლობაში არ არიან. სიტუაცია 100%-ით დამოკიდებულია კლუბსა და მოთამაშეზე. ამ ისტორიის დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რადგან იქამდე დაიწყო, ვიდრე მე გუნდს ჩავუდექი სათავეში“, - ციტირებს კონტეს სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენი შეიძლება „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუში გაუცვალონ, მაგრამ მხარეები ფინანსურ საკითხებზე ვერ მორიგდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.