ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვარშავა უარყოფს ცნობებს - “ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენის დაზიანებაში თავისი როლის შესახებ

18 აგვისტოს პოლონეთის პრეზიდენტის გარემოცვაში, უსაფუძვლო უწოდეს ვარაუდებს იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთის გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადზე" დაგეგმილი და განხორციელებული დივერსიის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, ვარშავის მხარდაჭერით.
გერმანიის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, აუგუსტ ჰანინგმა, გასულ კვირას გაზეთ Die Welt-ში განაცხადა, რომ მისი აზრით, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის არსებობდა შეთანხმება თავდასხმის გარშემო.
"ეს სრულიად უსაფუძვლო ინსინუაციებია", უპასუხა ჰანინგის სიტყვებს მეშკო პავლიაკმა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას კანცელარიაში. პავლიაკმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია Polsat-თან.
საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ აუგუსტ ჰანინგი სპეცსამსახურებში მუშაობდა, როცა გერმანიის კანცლერის პოსტი გერჰარდ შრიოდერს ეკავა და როცა ის-ის იყო, დაიწყო "ჩრდილოეთის ნაკადი-1"-ის შემუშავება.
"როგორც დაზვერვის უფროსმა, მან ნამდვილად ითამაშა სამარცხვინო და მნიშვნელოვანი როლი ინვესტიციაში", - დასძინა პრეზიდენტ დუდას თანაშემწემ.
ამ კვირის დასაწყისში, გერმანული მედია იტყობინებოდა, რომ გერმანიის პროკურატურამ რუსეთის გაზსადენზე დივერსიაში მთავარ ეჭვმიტანილად ცნო უკრაინელი ინსტრუქტორი ყვინთვაში და მისი დაკავების ორდერი გასცა პოლონეთში.
ვარშავამ მიიღო ორდერი, მაგრამ ეჭვმიტანილმა ქვეყანა დატოვა, რადგან გერმანიას მისი სახელი ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზაში არ შეუტანია, განუცხადეს Reuters-ს პოლონეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, 17 აგვისტოს, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ "ერთადერთი, რაც დღეს უნდა გააკეთოს "ჩრდილოეთის ნაკადის" ყველა ინიციატორმა და მფარველმა, არის ბოდიშის მოხდა და გაჩუმება". პოლონეთის წინააღმდეგ ბრალდებებზე პირდაპირი კომენტარი ტუსკს არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.