კონსტანტინ ზატულინი: გიორგი ჭიღლაძის მხარდამჭერი აქცია საქართველოს იმიჯს აზიანებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი ამტკიცებს, რომ რუსი ქალის ცემაში ბრალდებული გიორგი ჭიღლაძის მხარდასაჭერი აქცია საქართველოს საერთაშორისო იმიჯს აზიანებს. საუბარია კახეთის სასტუმროში მომხდარ ინციდენტზე.

„ადამიანმა, რომელმაც ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს, მიუხედავად მისი ეროვნებისა და მოქალაქეობისა, პასუხი უნდა აგოს, თუკი საქმე მხოლოდ ამას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ ისინი, ვინც მას „თავისიანის არგაცემის“ პრინციპით ამართლებენ, უბრალოდ აზიანებენ თვითონ საქართველოს იმიჯს. თუმცა, ჩემი აზრით, მოძალადის მეგობრების საქციელის განზოგადება თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანზე ან მთელ საქართველოზე არ ივარგებდა, – განაცხადა ზატულინმა.

მისივე თქმით, თუ გიორგი ჭიღლაძე მართლაც დამნაშავეა და საქართველოში პასუხისმგებლობას მხოლოდ „თავისიანობის“ გამო თავს აარიდებს, ეს რუსეთის მოქალაქეების განწყობაზე აისახება და იმ ადამიანების მოტივაციას შეასუსტებს, რომლებიც საქართველოში გამგზავრებას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ