“[გიორგი ჭიღლაძის] ადვოკატს ეთიკის კომისიაში შევხვდები!” – რუს ტურისტს ადვოკატი, ლალი აფციაური იცავს (ვიდეო)

რუსი ტურისტის, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კის ინტერესებს ქართველი ადვოკატი, ლალი აფციაური იცავს – იურისტი “პირველებთან” კახეთში, სასტუმრო “აგარანის მამულში” მომხდარ ფაქტზე არ საუბრობს.

რაც შეეხება ძალადობის მუხლით დაკავებული 29 წლის კაცის ადვოკატის ვაუაუდს, რომ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები დოკუმენტების გაყალბებას ცდილობდნენ, რომ გიორგი ჭიღლაძის ბრალი დაუმძიმდეს, აფციაურმა თქვა, რომ ლაშა კაპანაძეს ეთიკის კომისიაში შეხვდება.

“ადვოკატს გადაეცით, შევხვდებით ეთიკის კომისიაშითქო. მადლობა, ნახვამდის” – აცხადებს აფციაური. 

ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, რა მიზნით გადაიყვანა ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი “ხეჩინაშვილის სახელობის” კლინიკაში, ან რა დოკუმენტები მოიპოვეს ადგილიდან.

“ნახვამდის, არაადეკვატურები ხართ!” – მიმართა მან ჟურნალისტს.